აგრარული განათლებადარგებიმემარცვლეობა

როგორ მიიღება ჰიბრიდული მცენარე და რა უპირატესობა აქვს ჰიბრიდულ სიმინდს

მცენარის ჰიბრიდული თესლი ერთი სახეობის ორი სხვადასხვა ჯიშის (ვთქვათ სიმინდის) ჯვარედინა დამტვერვის შედეგად მიიღება. სწერედ ასეთი დამტვერვით მიღებული მცენარის თესლი გვაძლევს ჰიბრიდს,  რომელშიც გაერთიანებულია  „დედა” და „მამა” ხაზების (ჯიშების) საუკეთესო თვისებები.

ჰიბრიდების გამოყვანისას სელექციონერები გულდასმით არჩევენ ისეთ „დედა” და „მამა” ხაზებს, რომელებიც გამოირჩევა საუკეთესო თვისებებით, გვალვაგამძლეობითუხვმოსავლიანობთ,  დაავადებებისადმი კარგი ამტანიობით, სახამებლის, ცილის, ცხიმებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მაღალი შემცველობით და ა.შ.

სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ჰიბრიდი, ჯიშთან შედარებით, ყოველთვის უკეთეს მოსავალს იძლევა.

ჰიბრიდული სიმინიდი 222222222222

უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებული მსოფლიოს სიმინდის მწარმოებელ ქვეყანაში ფერმერები სიმინდის ჯიშებს არ თესავენ. ჯიშებს ინახავენ და იყენებენ საცდელი მეურნეობები, სადაც მიმდინარეობს ახალ-ახალი უხვმოსავლიანი ჰიბრიდების მისაღებად საჭირო სამეცნიერო _ სასელექციო და საგამოცდო სამუშაოები.

ჰიბრიდული სიმინდის თესვა-მოყვანა მსოფლიოში 1926 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.

ჰიბრიდული სათესლე მასალის გაუმჯობესებით მსოფლიოში სიმინდის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა ყოველწლიურად იზრდება.

სიმინდის მწარმოებელ წამყვან ქვეყნებში (აშშ, იტალია, საფრანგეთი, ბრაზილია და სხვა) სიმინდის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა   12-14 ტონა მშრალ მარცვალს აღწევს.

საფურაჟე მარცვლეულის წარმოების განვითარებისათვის ჰიბრიდული სიმინდის ნათესი ფართობები საქართველოშიც უნდა გაიზარდოს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართულ სამზარეულოში სიმინდს, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, უხვად იყენებს გემრიელი კერძების მოსამზადებლად, ამიტომ საგემოვნო თვისებებით გამორჩეული ადგილობრივი მრავალფეროვანი ჯიშები უნდა შენარჩუნდეს და გამრავლდეს კიდეც.

ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეა და გაფრთხილება სჭირდება!

საფურაჟედ კი ჰიბრიდულ სიმინდს ალტერნატივა არც ჩვენთან აქვს, მისი წარმოება უნდა გაიზარდოს!

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“