ბლოგიმედია

როგორ მოვამზადოთ მანდარინის რახათ-ლუხუმი/რეცეპტი

ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ლახათ-ლუხუმი მხოლოდ 4 ინგრედიენტით უფრო  გემრიელი, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი.

მასალები:
  • 400 მლ ახლად გამოწურული მანდარინის წვენი;
  • 3 ს.კ. შაქარი;
  • 3 ს.კ. სახამებელი;
  • 1 ს.კ. კარაქი;
  • ქოქოსის ფანტელები დეკორაციისთვის.

მომზადება:

1. 400 მლ მანდარინის წვენს მოაშორეთ თესლი და რბილობი.

2. ჩაასხით წვენი თასში, დაამატეთ სახამებელი, შაქარი და საფუძვლიანად აურიეთ.

3. განათავსეთ ცეცხლზე და დაელოდეთ ადუღებას, მუდმივად ურიეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და უნდა მიიღოთ საშუალო სისქის ჯემი.

4. გადმოდგოთ ნარევი ცეცხლისგან, დაამატეთ გამდნარი კარაქი და კარგად გაასქელეთ.

5. აიღეთ ფორმები და შეავსეთ მანდარინის მასით. შედგით მაცივარში, რათა გამაგრდეს. სასურველია მთელი ღამე გააჩეროთ.

6. ფრთხილად ამოიღეთ ფორმებიდან და დაჭერით სასურველი ფორმის და ზომის ნაჭრებათ. გააფორმეთ ქოქოსით.

7. შინ მომზადებული ლახათ-ლუხუმი ყოველგვარი დანამატებისა და საღებავების გარეშე მზადაა!

ეს თურქული დესერტი გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებთ! განსაკუთრებით ბავშვები იქნებიან აღფრთოვანებულები. გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც.

მარიამ მურადელი