დარგებიმებოსტნეობა

როგორ შევარჩიოთ კიტრის ჯიშები და ჰიბრიდები

კიტრის ჯიშების და ჰიბრიდების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და თესლის მწარმოებლებიც მუდმივ სიახლეს გვთავაზობენ და ჩვენც დილემის წინაშე ვდგებით, რომელი ავირჩიოთ.

Поиск რის მიხედვით უნდა შევარჩიოთ კიტრის ჯიში ან ჰიბრიდი? 

კიტრის ჯიშის ან ჰიბრიდის სწორად შესარჩევად აუცილებელია განვსაზღვროთ, სად მოგვყავს კიტრი _ ღია გრუნტში თუ სათბურში.

თუ სათბურში ვაპირებთ კიტრის მოყვანას, ამ შემთხვევაში საჭიროა, შევარჩიოთ პარტენოკარპული ჯიშები და ჰიბრიდები, რომლებსაც ნაყოფი დამტვერვის გარეშე გამოაქვთ. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სათბურში დამმტვერავი მწერები არ არიან, არც ჰაერის ინტენსიური მოძრაობაა, რომ მტვერი გადაიტანოს.

თუ ღია გრუნტში ვაპირებთ კიტრის მოყვანას აქ ყველანაირი გამოდგება, როგორც პატენოკარპული, რომელსაც დამტვერა არ სჭირდება, ისე ჩვეულებრივი.

ყველაზე უკეთესი ვარიანტი ორივე სახეობის მოყვანაა, რადგან დამტვერავმა კიტრმა შეიძლება უმოსავლოდ, ან მცირე მოსავლის ამარა დაგტოვოთ თუ ყვავილობის დროს ცუდი, ნისლიანი დარი დაუდგა და კარგად ვერ მოხერხდა დამტვერვა. პატენოკარპულ ჯიშებს ამგვარი წინაღობები პრობლემას არ უქმნის, ის დამტვერვის გარეშეც მოგცემთ მოსავალს.

კიტრის კრეფის ვადები და სწრაფმწიფადობა

ორი პრინციპულად განსხვავებული ცნება არსებობს _ საადრეო და სწრაფმწიფადი

საადრეო ნიშნავს ვადებს მცეარის აღმოცენების დროიდან პირველი ნაყოფი მოცემამდე პეროიდს, ე.ი. რაც მოკლეა ეს ვადები, მით ადრე იწყებთ კიტრის კრეფას.

სწრაფმწიფადი კი ნიშნავს იმას, თუ გარკვეული პერიოდის, ვთქვათ პირველი ერთი კვირის ან ერთი თვის  განმავლობაში, რამდენი კილოგრამი კიტრი დაიკრიფა კონკრეტული ინდივიდიდან.

კიტრის ყველა ჯიში და ჰიბრიდი სიმწიფის მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა:
  1. საადრეო _ რომელსაც აღმოცენებიდან ნაყოფის მოცემამდე 45 დღე-ღამე სჭირდება.

ასეთი ჰიბრიდებია: „ზაფხულის არომატი“, „ამოსი“, „კლავდაი აგრო“, „პრინცი“ და სხვა. ბაზარზე მათი დიდი არჩევანია და შეგიძლიათ შეარჩიოთ.

 

„კაპიტოშკა“ და „პრინც დამსკი“

2. საშუალო-საადრეო _ რომელსაც  ამოწვერიდან ნაყოფის მოცემამდე 45-50 დღე-ღამე სჭირდება.

ჰიბრიდები: „არომაგია“, „კავბოი“, „პართოსი“

 “არომაგია“

3. საგვიანო _ რომელსაც  აღმოცენებიდან ნაყოფის მოცემამდე 50 და მეტი დღე-ღამე სჭირდება.

ჰიბრიდები: „გვიდონი“, „ფაუსტი“, „ხრუსტალნაია“ და სხვა. 

ხრუსტალნაია (ბროლის)

ამასთან ეს ჯიშები და ჰიბრიდები შეიძლება იყოს ძალიან საადრეო, მაგრამ მომწიფების ვადები ჰქონდეს ხანგრძლივი ან პირიქით. ამიტომ ვიდრე შეარჩევთ ჯიშს, კარგად უნდა გაერკვეთ რას ყიდულობთ. მეტ-ნაკლებად ყველა  ცნობილი მეთესლეობის კომპანია, ვინც თესლს ამზადებს და ყიდის შესაფუთ მასალაზე ყველა საჭირო ინფორმაციას უთითებს.

გისურვებთ წარმატებას!