საძოვრებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები მთელი დატვირთვით მუშაობს
ცხოველების სეზონურ საძოვრებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე, დღევანდელი მონაცემებით, 100,000-მდე წვრილფეხა (ცხვარი და თხა) და 10,000–მდე მსხვილფეხა (ძროხა) პირუტყვი დამუშავდა.
კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები 1 მაისიდან ამოქმედდა. ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფერმერებს საშუალება აქვთ, შეუფერხებლად ისარგებლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების მომსახურებით.
სააგენტოს ვეტერინარები ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ პირუტყვის დამუშავებას ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციას და შემცირებას უწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში.
სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეცხვარეთა ასოციაციასთან.
ქვეყნის მასშტაბით, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში უახლესი სტანდარტების 6 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი.
ხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.