აგროსიახლეები

საქსტატი საყურადღებო სიახლეს გვთავაზობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა ფერმერებს,  საქართველოს აგრარულ ბაზარზე მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მედია ორგანიზაციებს და ყველას ვისაც აინტერესებს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესების დინამიკა. სტატისტიკა კი ამის საუკეთესო შემფასებელია.
ამოქმედდა სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მრავალფუნქციური,  ინფორმაციულად სრულად დატვირთული პორტალი, სადაც აგრარული დარგების მიხედვით ყველა სტატისტიკური ინფორმაცია ხელისგულზე დევს.
ჩვენი ჟურნალი ყოველთვის აქტიურად იყენებდა საქსტატის ინფორმაციებს, თუმცა ახალი სტატისტიკის ახალი პორტალი ჩვენც გაგვიიოლებს სამუშაოს.
აქვე გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს ხორბლის წარმოების, იმპორტის, ექსპორტის და მოხმარების შესახებ.
ხორბლის იმპორტი რიცხვები
ხორბლის წარმოება რიცხვებში
სტატისტიკური მონაცემები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ  თანდართულ ბმუზე: https://agriculture.geostat.ge/food-balance