აგროსიახლეები

თბილისში საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 იმართება

17-19 ნოემბერს გამოფენის ცენტრში, „ექსპოჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების 21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023  გაიხსნა.
Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023  „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში და მის მიმდებარე გარე სივრცეში გაიმართება. წლევანდელ გამოფენაში 8 ქვეყნის: საქართველოს,იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, უკრაინის, ინდოეთის, ჩინეთის, ბელორუსის 70-მდე კომპანია მონაწილეობს. 

გამოფენა 222222222222222

გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქები, პესტიციდები და სხვა. 

წლევანდელ გამოფენაზე დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი კვების მრეწველობის პროდუქცია.

გამოფენა 333333333333333333

წლეულს პირველად გამოფენის ცენტრის „ექსპოჯორჯიას“ორგანიზებით  და აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID სოფლის მეურნეობის პროგრამის და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მხარდაჭერით გამოფენას კვების მრეწველობის დარგის მსხვილი დისტრიბუტორები ეწვევიან, ექსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

გამოფენა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით ტარდება.

გამოფენა 444444444444

წლევანდელი გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, USAID- ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და სადაზღვევო კომპანია „ალდაგი.

გამოფენის პარალელურად „ექსპოჯირჯიაში“ სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება, მათ შორის  საერთაშორისო კონფერენცია: სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის გეგმები და შესაძლებლობები!

გამოფენა სტუმრებს 17-19 ნოემბერს 11-საათიდან 18 საათამდე უმასპინძლებს.

გამოფენა 5555555555555555555