ტუბერიანი ბოსტნეული კულტურების წარმოების ძირითადი აგროვადები
წინამდებარე რეკომენდაცია დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ ტუბერიანი ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის დროს განსახორციელებელი ძირითადი აგრო-ღონისძიებების ვადები.
კარტოფილი
| სამუშაოს დასახელება | შესრულების დრო |
| მოხვნა | X-XII ან II-III |
| დადისკვა | III-IV |
| კულტივაცია | III-IV |
| საჩითილე კვლების გაკეთება | II-V |
| კომპლექსური სასუქის შეტანა | X-XII ან II-III |
| რიგთაშორისების კულტივაცია და აზოტოვანი სასუქების შეტანა | V-VII |
| სარგავი მასალის იაროვიზაცია | II |
| დარგვა | III-IV |
| ჰერბიციდების, პესტიციდებისა და მიკროელემენტების შეტანა | III-VI |
| მორწყვა | IV-VI |
| მოსავლის აღება | VII-X |

ბატატი
| სამუშაოს დასახელება | შესრულების დრო |
| მოხვნა | X-XII ან II-III |
| დადისკვა | III-IV |
| კულტივაცია | III-IV |
| სათესი კვლების გაკეთება | II-V |
| კომპლექსური სასუქის შეტანა | X-XII ან II-III |
| რიგთაშორისების კულტივაცია და აზოტოვანი სასუქების შეტანა | V-VII |
| ჩითილების წარმოება ტუბერებიდან | II-III |
| დარგვა | III-IV |
| ჰერბიციდების, პესტიციდებისა და მიკროელემენტების შეტანა | III-VI |
| მორწყვა | IV-VI |
| მოსავლის აღება | VII-X |

