აგროსიახლეები

უზბეკეთი ხილის, ბოსტნეულის და კაკლის ექსპორტის სუბსიდირებას იწყებს, რათა ის უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს

უზბეკეთი ხილის, ბოსტნეულის და კაკლის ექსპორტის სუბსიდირებას იწყებს, რამაც ხელს შეუწყობს უზბეკური პროდუქციის ახალ ბაზრებზე გატანას.

2020 წლის 7 მაისს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა  ხელი მოაწერა „საექსპორტო საქმიანობის შემდგომი მხარდაჭერის ზომების შესახებ” ბრძანებულებას, რომლის თანახმად ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სუბსიდირების მექანიზმი ამოქმედდა.

ანალიტიკოსთა აზრით, ეს ძალზე დროული ნაბიჯია, რადგან უზბეკეთიდან ალუბლისა და გარგარის ექსპორტი ინტენსიურად მიმდინარეობს, ექსპორტიორებს კი, ტრანსპორტირების გაძვირების და კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული სხვა სირთულეების გამო, უკვე შეექმნათ პრობლემები.

რომელი პროდუქტები იქნება სუბსიდირებული?

პირველ რიგში, ექსპორტიორებს დაუბრუნდებათ ტრანსპორტირების ხარჯების 50%. თუ აქამდე სარკინიგზო მხოლოდ საექსპორტო გადაზიდვები იყო სუბსიდირებული, რაც ძალზე ეფექტიანად ხორციელდებოდა, თუმცა ახლა სუფბსიდირების არეალში მოხვდა საავიაციო და საავტომობილო გადაზიდვებიც.

მეორეც, ინვესტიციისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან დაქვემდებარებული ექსპორტის წახალისების სააგენტო ანაზღაურებს ექსპორტიორების დაზღვევის პრემიებს, რაც ასევე ძალიან კარგი საშუალებაა ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, 2020 წლის ბოლომდე, იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირებისთვის სავალდებულო გადასახდელების და აღმასრულებელი დოკუმენტების განბაჟება საექსპორტო საქონლის განბაჟების დროს, გაუქმებულია, რაც ამასთანავე აჩქარებს და ამარტივებს ექსპორტის პროცედურებს.

ხილისა და ბოსტნეულისგან, სუბსიდირებას დაქვემდებარებული პროდუქტების ჩამონათვალში შედის: პომიდორი, კიტრი, ნიორი, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათების სხვადასხვა სახეობები, ყველა სახის ახალი მწვანილი, ახალი ტკბილი და მწარე წიწაკა, ყველა სახეობის გაყინული ბოსტნეული, გამომშრალი ბოსტნეული, ნიგოზი, ნუში, ლიმონი, სუფთა სუფრის ყურძენი, ხმელი ყურძენი (ქიშმიში), საზამთრო, ნესვი, ვაშლი, მსხალი, ახალი გარგარი და გარგარის ჩირი, ალუბალი, ატამი და ნექტარინი, ყველანაირი გამხმარი ხილი, დაფქული წიწაკა და სუნელები. 

საინტერესოა, რომ სიაში ხახვი არ არის. შესაძლოა, ხახვი, კარტოფილის მსგავსად, შეაფასეს, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქონელი შიდა მოხმარებისთვის – ჯერჯერობით ამაზე ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა.

ექსპორტის მხარდაჭერას უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციის და საგარეო ვაჭრობის სამინისტროში შექმნილი ექსპორტის წახალისების სააგენტო უზრუნველყოფს.

მომზადებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ბაზრებზე კონკურენციის ზრდის პირობები მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ექსპორტის მხარდაჭერის შემდგომ გაფართოებას ახალ ბაზრებზე გასვლისა და ტრადიციულ ბაზრებზე საკუთარი პოზიციების გაძლიერებას, ექსპორტის მოცულობის გაზრდის კიდევ უფრო მხარდაჭერას.

„ეს ძალიან კარგი და დროული სიგნალია, როგორც უზბეკეთიდან ბოსტნეულის, ხილისა და კაკლის ექსპორტიორებისთვის, ასევე რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ბელორუსიის, უკრაინის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის და სხვა საკვანძო ქვეყნების უზბეკური პროდუქციის იმპორტიორებისთვის. ეს ნათლად მეტყველებს ქვეყნის სერიოზულ მიზნებზე განავითაროს ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და ექსპორტი, რაც უშუალო მომხმარებლისთვის მიწოდებული საქონლის გაიაფების გარდა, გახდება კარგი სტიმული უზბეკური ექსპორტისთვის.

ამგვარი ნაბიჯები ცხადყოფს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას კარგად ესმის უზბეკეთის ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის განვითარების მთავარი პრობლემა, რომელიც საექსპორტო ბაზრების სიშორესა, ძვირადღირებულ და რთულ ლოჯისტიკში იმალება.”_ აღნიშნავს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო დეპარტამენტის ეკონომისტი ანდრეი იარმაკი.