აგროსიახლეები

სახელმწიფო ამერიკელი ფერმერებისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჭარბ კარტოფილს შეისყიდის

მეკარტოფილეთა ეროვნული საბჭო მიესალმება, COVID-19 კორონავირუსული პანდემიის დროს ინდუსტრიის მხარდასაჭერად, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის განცხადებას, რომ ის 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჭარბ კარტოფილს შეიძენს, რომლის რეალიზაცია ფერმერებმა ვერ შეძლეს. 

ეს ძალიან კარგი ამბავია USDA- ს გუნდისგან. იმის გათვალისწინებით, რომ კოროვირუსული კრიზისის მასშტაბმა გავლენა მოახდინა კარტოფილის წარმოებაზე, ეს ერთგვარი პირველადი ნაბიჯია ზოგადად ამ ინდუსტრიის მხარდასაჭერად. 

ეს  ძალიან პოზიტიური განცხადებაა, რადგან იგი გამოხატავს სახელმწიფოს ძალისხმევას მხარში დაუდგეს ფერმერებს, ფერმერულ მეურნეობებს, რაც თავის მხრივ იმედს უსახავს და სტიმულს აძლევს მათ.

იძულებით გაჩერებების გამო, აშშ-ს კარტოფილის ინდუსტრია 2019 წლის მოსავლისგან დარჩენილი ჭარბი კარტოფილის რეალიზაციის პრობლემის წინაშე დადგა,” – დასძინა NPC– ის აღმასრულებელმა დირექტორმა კემ ქუარლსმა.

„კარტოფილის ცალკეულმა მწარმოებლებმა და კარტოფილის სახელმწიფო ასოციაციებმა, მიუხედავად ფინანსური ზარალისა, მილიონობით ფუნტი კარტოფილი გაუგზავნეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირეს შეჭირებულებს, თუმცა პანდემია დღეს მათ ბიზნესსაც ემუქრება.

ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება კონგრესის და ტრამპის ადმინისტრაციის რეაგირება, რომ დავიცვათ ამერიკის საოჯახო ფერმეული მეურნეობები  კრიზისისგან და მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება სწორედაც დადებითი ნაბიჯია ამ პრობლემის გადაჭრის გზაზე.” _ განაცხადა კემ ქუარლსმა.

როგორც ითქვა, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მარკეტინგის სამსახური (AMS) ასევე შეიძენს ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, რძის და ზღვის პროდუქტების ფართო სპექტრს, რასაც სასურსათო დახმარების საყოველთაო პროგრამებში აქტიურად გამოიყენებს.