ვაროატოზი
ვაროატოზი ფუტკრისა და ბარტყის საშიში დაავადებაა. იგი გავრცელებულია თითქმის ყველა კონტინენტზე . პირველად დაავადება რეგისტრირებულ იყო აზიაში _ ჩინეთში, იაპონიაში და სხვა. მან აზიის ქვეყნების მეფუტკრეობას დიდი ზარალი მიაყენა. ლიტერატურული მონაცემებიდან ჩანს, რომ ვაროატოზმა 60 – იან წლებში ჩინეთისა და იაპონიის ზოგიერთ რაიონში მეფუტკრეობა ნულამდე დაიყვანა. ყოფილი კავშირის ტერიტორიაზე დაავადება პირველად 1964 წელს პრიმორიეს მხარეში ( რომელიც ჩინეთს ესაზღვრება ) გამოვლინდა, საიდანაც სწრაფად გავრცელდა და დიდი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია .
ვაროატოზი ფუტკრისა და ბარტყის ინვაზიური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტკიპა (Varroa jacobsoni) ვაროა იაკობსონი, იგი შეუი არაღებელი თვალით კარგად ჩანს, აქვს ოვალური ფორმის, ბრტყელი სხეული, სიგრძით 1,7 მმ; სიგანით 1,8 მმ; გარეთა საფარველი ქიტინოვანია, რაც ტკიპს იცავს არასასურველი ფაქტორებისაგან.
იგი მოძრაობს კარგად განვითარებული ოთხი წყვილი ფეხით, რომლებიც ბუსუსებითაა დაფარული და ბოლოვდებიან საწოვრებით, რითაც ფუტკრის სხეულს ისე მტკიცედ ემაგრებიან, რომ არ ვარდებიან ფრენის დროს.
ახალგაზრდა ტკიპა მოთეთრო ფერისაა, შემდეგ დედალი ტკიპა ყავისფერს, ხოლო მამალი კი მორუხო ფერს ღებულობს. ტკიპა ვაროა ფუტკრის ოჯახის მუდმივ პარაზიტად ითვლება.
ტკიპა ვაროას სხეულის წინა ნაწილში მოთავსებული აქვს საჩხლეთ -საწუწნი პირის აპარატი, რომლის მეშვეობით ბარტყის და ფუტკრის ჰემოლიმფით იკვებება. მრავლდება სამუშე და განსაკუთრებით სამამლე ბარტყიან უჯრედებში. ბარტყიან უჯრედში შეჭრილი დედალი ტკიპა ბარტყის გადაბეჭდვიდან 1 – 2 დღის შემდეგ დებს საშუალოდ 2-5 ცალ კვერცხს. 14 https://www.youtube.com/watch?v=Cu1UeSHeEjw როცა ოჯახში ბარტყი ახლად ჩნდება ტკიპა მცირე რაოდენობით დებს კვერცხს, შუა ან ზაფხულის ბოლოს კვერცხის დებას უმატებს. კვერცხი მიემაგრება ბარტყის პერანგს ან სხეულს, საიდანაც პირველად ექვსფეხა მატლი ვითარდება, იგი მეორე დღეს გარდაიქმნება პროტონიმფად, 3-5 დღის შემდეგ დეიტონიმფად, ხოლო ორი დღის შემდეგ ზრდასრულ ნიმფად გადაიქცევა. მამალი ბარტყის გაჩენისთანავე ინვაზია იზრდება და მაქსიმუმს აღწევს აგვისტოს ბოლოს. სამამლეების დაინვაზირება სამუშე ბარტყებთან შედარებით 14-ჯ ერ მეტია.
დედალი ტკიპას განვითარების ბიოლოგიური ციკლი 8- 9, მამლებში _ 6-7 დღით განისაზღვრება. მამალი ტკიპები ცხოვრობენ მხოლოდ გადაბეჭდილ ბარტყიან უჯრედებში. იქ ხდება დედლებთან შეწყვილება და გამრავლება. ფუტკარზე ისინი არ გხვდებიან. განაყოფიერებული დედლები კი უჯრედებიდან ახალგამოჩეკილ ფუტკრებთან ერთად გამოდიან და ბარტყის გამოკვებისას ძიძა ფუტკრებთან ერთად სხვა უჯრედებში გადადიან. სამამლე ბარტყზე შეიძლება იყოს 20 – ცალამდე ზრდასრული ტკიპა, სამუშეზე 12 ცალამდე.
ერთ ცალ ფუტკარზე შეიძლება რამოდენიმე ცალი ზრდასრულ ი ტკიპა შეგვხვდეს, ოჯახში კი ერთეულებიდან რამოდენიმე ათასამდე. ტკიპებს ვხვდებით მუცლის სეგემნტებზე , მეკერდისა და თავის არეში , შეიძლება ვნახოთ ფიჭაზე , სკის ძირზე და კედლებზეც . პირველ წლებში დაავადება შეუმჩნეველი ზარალით მიმდინარეობს, 3-5 წლის შემდეგ კი ოჯახი მთლიანად ისპობა.
შემოდგომაზე ბარტყის განვითარება ოჯახში წყდება და ფუტკრის რაოდენობაც შესაბამისად მცირდება, რის გამოც ტკიპების რაოდენობა ერთ ფუტკარზე მკვეთრად იზრდება. ტკიპა წყვეტს რა თავის გამრავლებას , ფუტკრის მუცლის ქვედა მხარეზე ძვრება სეგმენტებს შორის და მთელი ზამთრის განმავლობაში იქ იმყოფება. ამ პერიოდში ტკიპის სიცოცხლის ხანგრძლივობა 5-8 თვეს უდრის, გაზაფხულზე და ზაფხულში კი, როგორც კი ოჯახში გაჩნდება ბარტყი, ტკიპების გამრავლებაც იწყება. ისინი გადაინაცვლებენ მუცლის ზედა მხარეს და ფრთების შეერთების ადგილზე, საიდანაც ტკიპა ძიძა ფუტკრის სხეულიდან ადვილად გადადის ბარტყიან უჯრედში. ზაფხულში ტკიპები 2-3 თვეს ცოცხლობენ, უსაკვებოდ დარჩენილი ტკიპები 3-5 დღეს. იკვებებიან რა ჰემოლიმფით. ტკიპებს შეუძლიათ გაავრცელონ ისეთი დაავადებები, როგორიცაა: სეპტიცემია, პარკუჭა ბარტყი, ამერიკული და ევროპული სიდამპლე და სხვა. ინვაზიის ძირითად წყაროს წარმოადგენს სამამლე და სამუშე ბარტყი, მუშა ფუტკრები და მამლები.
ტკიპა დაავადებულიდან ჯანმრთელზე გადადის მოხეტიალე და ქურდი ფუტკრების მეშვეობით, მთაბარობით, ფუტკრის უკონტროლო ყიდვა-გაყიდვით, უცხო წარმოშობის ნაყრების დასახლებითა და სხვა გზით.
დიაგნოზი ადვილად ისმება, რადგან ტკიპა ფუტკრისა და ბარტყის სხეულზე კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც. ტკიპას ათვალიერებენ გამადიდებელი ლუპით. იგი შეიძლება შეგვეშალოს ბრაულაში _ ფუტკრის ტილში, მაგრამ მათ მსგავსებასთან ერთად განმასხვავებელი ნიშნებიც აქვთ. კერძოდ , ბრაულას სამი წყვილი ფეხი აქვს, ვაროას ოთხი, ბრაულა მოწითალოა, ვაროა კი _ მოყავისფრო.
კლინიკური ნიშნები. ზაფხულში და შემოდგომაზე, როცა დაავადება მძიმე ფორმით მიმდინარეობს, ვნახულობთ სკიდან გადმოყრილ დიდი რაოდენობით მამალ და სამუშე ბარტყს , ახალგაზრდა მუშა და მამალ ფუტკრებს , რის გამოც ოჯახი სუსტდება. ზამთარში ფუტკარი გუნდს ვერ კრავს , დედა გვიან წყვეტს კვერცხის დებას და პრაქტიკულად ტკიპებს მთელი წლის განმავლობაში აქვთ გამრავლ ების საშუალება . გაღიზიანების გამო ფუტკარს ემართება ფაღარათი და დიდი რაოდენობით იხოცება.
ზაფხულში ასეთ ოჯახებში იბადებიან განუვითარებელი და მახინჯი ფუტკრები , რომლებიც ზომით პატარები და ნაკლებ სიცოცხლის უნარიანები არიან. აქვთ განუვითარებელი ფრთები, თითქოს და ძირში მიმხმარია, ხშირად ფრთის ძირი დაფარულია ყავისფერი მასით ან მუქი ფერის ლაქებით, ახლად დაბადებული ფუტკრის სხეულზე აღინიშნება გამოყოლილი წებოვანი მასა, რაც ჭუპრის ანარჩენს წარმოადგენს. დაავადებული ფუტკრები ცუდად ფრენენ, მოუსვენრობენ , დაცოხავენ სკის წი ნა ტერიტორიაზე და ხანგრძლივი აგონიის შემდეგ გარეთ იხოცებიან. შემოდგომაზე სუსტ ოჯახებს თავს ესხმიან ძლიერნი და ქურდავენ მათ. დაავადებული ოჯახი ან იღუპება ან ტოვებს თავის ბუდეს, შორს მიფრინავს და სკაში ტოვებს თაფლით გადავსებულ ფიჭებს.
ფუტკარი ბუდეს ტოვებს მა შინაც, როცა იგი სხვა დაავადებასთან ერთად მიმდინარეობს. შემოდგომაზე ძლიერი ინვაზიის დროს ტკიპებს ღია ბარტყებშიც ნახულობენ. დაავადება თავისი კლინიკური ნიშნებით ჰგავს ევროპულ და ამერიკულ სიდამპლეს, ბარტყი ფიჭაზე მიმოფანტულია, ბარტყისა და ჭუპრის სხეულის მდებ არეობა და მთლიანობა დარღვეულია. ტკიპებით გაღიზიანებული ბარტყი უჯრედში თავის ნორმალურ მდებარეობას იცვლის, ხშირად აქტიურად გამოდიან უჯრედიდან და სკის ძირზე ცვივიან. ჩამკვდარი ბარტყიანი უჯრედის გადაბეჭდილი სახურავები ჩაჩხვლეტილია უფორმო ხვრელით, ამით იგი ამერ იკულ სიდამპლეს წააგავს, მაგრამ მისგან განსხვავებით მკვდარი ბარტყი უჯრედიდან ადვილად გამოიტანება, ამერიკული სიდამპლის დროს კი დამპალ მასას სადურგლო წებოს სუნი უდის, ყავისფერი და წელვადია. გამშრალი მასა კი ქერქის სახით არის მიკრული უჯრედის კედელზე. ვაროატოზი თ დაავადებული ფუტკრები შემოდგომაზე და ზამთარში მოუსვენრად არიან და ზამთრის პირველ ნახევარში იღუპებიან. ზემოთ აღნიშნული კლინიკური ნიშნები ვითარდება თანდათანობით, პირველ წლებში იგი არა ჩანს და ოჯახიდან პროდუქციაც მიიღება, 3-5 წლის შემდეგ, როგორც კი ინვაზიის ხარისხი 30%-ს გადააჭარბებს, იწყებს დაავადებისთვის დამახასიათებელი თვალსაჩინო ცვლილებების გამოვლინებას. თუ ვაროატოზი სხვა დაავადებებთან ერთად _ აკარაპიდოზი , ნოზემატოზი , სიდამპლეები _ მიმდინარეობს, მაშინ მას აფეთქებადი ხასიათი აქვს და ოჯახი მალე იღუპება. დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებები შედეგს იძლევა მაშინ, როცა ოჯახში დაინვაზირებულია ფუტკრის საერთო რაოდენობიდან არაუმეტეს 30%.
პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა, გაზაფხულზე მოხდეს ფუტკრის ოჯახების დეტალური შემოწმება, ოჯახები უნდა დამუშავდეს ერთ-ერთი რეკომენდებული პრეპარატით ორჯერ მაინც. დაავადების დიაგნოსტიკისათვის ფუტკრის ზოგიერთ ოჯახში ( დაახლოებით 25% – ში ) სკის ძირზე უნდა დავაფინოთ ვაზელინწასმული ქაღალდი, აკარიციდით დამუშავების შემდეგ ჩამოცვენილი ტკიპების დასაფიქსირებლად და ასათვლელად. კარგია თუ დამუშავებას დავიწყებთ სამამლე ბარტყის გაჩენამდე, ყურადღებით უნდა გავსინჯოთ გადმოყრილი ფუტკარი და სკის ნაგავი, რომელშიც ტკიპები სიცოცხლეს ინარჩუნებენ 6-32 დღემდე. დღეს, ვინაიდან ვაროატოზი ყველგან გვხვდება, ქვეყნის შიგნით კარანტინის გამოცხადება მიზანშეწონილად აღარ ითვლება. დაავადებასთან ბრძოლა მოითხოვს ინვაზიის ხარისხის და გარემოს კლიმატური პირობების გათვალისწინებას, ფუტკრისა და ბარტყის სხვა დაავადებებთან ბრძოლის კო მპლექსური ღონისძიებების გატარებას და საფუტკრე მეურნეობის ზოოტექნიკური მომსახურების გაუმჯობესებას. დაავადებაზე არაკეთილსაიმედო ზონაში ტარდება ვაროატოზის საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებანი, რომელთა შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს ბრძოლის ქიმიური მეთოდი, დღემდე არსებული ბრძოლის ყველა ქიმიური საშუალება გამოიყენება ვაროატოზის გამომწვევი ტკიპის მოსასპობად და არა დაავადებული ბარტყის, ან ფუტკრის სამკურნალოდ, რადგან ვაროატოზის შედეგად დაავადებულ ორგანიზმში მიმდინარე მორფოლოგიური ცვლილებების აღსადგენი სამკურნალო საშუალება არ არსებობს.
ქიმიური პრეპარატები გამოიყენებიან სხვადასხვა მეთოდით თერმიული ტაბლეტის და ფირფიტის დაბოლებით, ან პრეპარატიანი წყალხსნარით ფიჭაზე მსხდომ ფუტკარზე შესხურებით, ან ჩარჩოთა შორის სივრციდან ფიჭაზე მსხდომ ფუტკარზე ( ჩარჩოების გაუწევლად და ამოუღებლად ) ხსნარის წვრილი ნაკადის დასხმით, ფხვნილისებურ მდგომარეობაში ჩარჩოს ზედა თამასაზე დაყრით, თერმული მეთოდით და სხვა. ყველა ქიმიური საშუალება იწვევს ფუტკრის სხეულზე მყოფი პარაზიტების მოწამვლას და სიკვდილს, გადაბეჭდილ ბარტყში არსებულ ტკიპებზე კი ვერ მოქმედებენ. ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების წინ ფუტკრის ოჯახებს წინასწარ ამზადებენ, აუცილებელ პირობად ითვლება საფრენების გაწმენდა დინდგელისაგან და სამკურნალო ბოლის დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით სკის ჰერმეტიულობის შექმნა, ამისათვის სახურავის ქვეშ აფენენ ქაღალდის ან პოლიეთილენის ფურცლებს და თიხის ხსნარით სკაზე არსებულ ნაპრალებს ამოლესავენ.
აბების სახით გამოსაყენებელ პრეპარატს (ფენოტიაზინს, ვაროფენს, ვაროქსანს) ათავსებენ თუნუქის ფირფიტაზე, ან აფიქსირებენ მავთულზე, ანთებენ და მბოლავი და არა აალებადი აბები შეაქვთ საფრენიდან სკაში. ტაბლეტის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლის სქელ ფენაში ფუტკრის მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით , საფრენში მისი შეტანის წინ, წინასწარ საბოლებლით საფრენში შეაბოლებენ, განდევნიან ფუტკარს და შემდეგ მბოლავი ტაბლეტი შეაქ ვთ სკაში, საფრენს კეტავენ, ან სველი ბამბით ამოქოლავენ, სათანადო ექსპოზიციის შემდეგ საფრენს აღებენ და დამწვარ ტაბლეტს თუნუქის ფირფიტით , ან მავთულით გარეთ გამოიტანენ. ტაბლეტებს, ან ფხვნილს იყენებენ გრძელი და ბრტყელ ცხვირიანი საბოლებლითაც , რომლის ცხვირს საფრე ნში შეიტანენ და სკაში სამკურნალო ბოლის თანაბარი განაწილებისათვის მარჯვნივ და მარცხნივ ტრიალით დაუბოლებენ. ფოლბექსი და ფილბექსი BA მბოლავი ფირფიტების სახით გამოიყენება . ფირფიტებს ამაგრებენ უფიჭო ჩარჩოს ზედა თამასაზე და მბოლავ მდგომარეობაში ჩაკიდებენ ბუდეში _ წინასწარ ბოლო 2-3 ჩარჩოს ამოღებით შექმნილ თავისუფალ არეში. ფოლბექსი გრილ და ბნელ ადგილზე შენახვით ხანგრძლივი პერ იოდის განმავლობაში ინარჩუნებს აკარიციდულ თვისებას . ფუტკარს ვამუშავებთ გაზაფხულზე და მთავარ ღალიანობამდე ერთი თვით ადრე მისი გამოყენება უნდა შევწყვიტოთ.
შემოდგომაზე ფოლბექსის გამოყენება არ შეიძლება, რადგან პრეპარატით გაღიზიანებული ფუტკრები თავს ესხმიან დედებს და კლავენ. ფოლბექსი BA კი შემოდგომაზეც გამოიყენება, რადგან მისი მოქმედი საწყისი ბრომპროპილატი ფუტკრებს არ აღიზიანებს და დედებზე უარყოფითად არ მოქმედებს . პრეპარატიანი წყალხსნარის ფუტკარზე შესასხურებლად გამოიყენება ხელსაწყო _ „ როსინკა “, რომლის საშუალებით მიესხურება დუბიდან ამოღებულ ჩარჩოებზე მსხდომ ფუტკარს, ან ჩარჩოების გაწევით ჩაესხურება წვრილწვეთოვანი ბურუსისებური ნაკადით ფიჭებზე მსხდომ ფუტკარს. არის პრეპარატები ტაპტიკი, ვაროკომი, რომელთა წყალხსნარებიც ნებისმიერ კლიმატურ პირობებში _ ადრე გაზაფხულიდან გვი ან შემოდგომამდე გამოიყენება ჩარჩოთა შორის სივრციდან ფიჭებზე მსხდომ ფუტკარზე დასხმით. ფუტკარს ამუშავებენ დილით ან საღამოს გაზაფხულიდან შემოდგომამდე, როცა გარემოში ტემპერატურა არანაკლებ 14 გრადუსია, ღალიანობის დროს ფუტკრის დამუშავებას არ აწარმოებენ. პრეპარატ ებით ფუტკრის დამუშავება მაღალეფექტურია უბარტყო პერიოდში , მაგრამ უბარტყო პერიოდის დაჭერა, ან ხელოვნურად მისი შექმნა ჩვენს პირობებში ძალიან ძნელია. ლიტერატურაში მოწოდებული იყო ოჯახების დამუშავება გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ან მარტო შემოდგომაზე, რამაც ჩვენთ ან ვერ გაამართლა.
ამ დაავადებასთან ბრძოლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საშემოდგომო დამუშავება შედეგს იძლევა მხოლოდ მაშინ , როცა დაავადება ფარული ან სუსტი ფორმით მიმდინარეობს, დაბალი ინვაზიის გამო შემოდგომისათვის ფუტკრის დანაკლისი ოჯახს არ ემჩნევა, ძლიერი ინვაზიისას კი შემოდგომის დამუშავებით ტკიპებს, ვხოცავთ, მაგრამ ფუტკრის მდგომარეობას ვერ ვცვლით, რადგან გაზაფხულიდან შემოდგომამდე აქტიური სეზონის ამ ძალზე დიდ პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს რა ბარტის გამოზრდა და ამასთან ერთად ტკიპების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, იჩეკება ძირთადად დაავადებული ფუტკრები, რომლებსაცსამწუხაროდ ხშირად , გარდა სიმახინჯისა, გარეგნულად არ ეტყობათ რომელია მათ შორის დაავადებული და რომელი ჯანმრთელი. ტკიპების პარაზიტული ცხოვრების შედეგად ჰემოლიმფით გაღარიბებული გამოჩეკილი ფუტკრის სიცოცხლის ხა ნგრძლივობა მკვეთრად შემცირებულია და დატკიპიანების ინტენსიობასთან დაკავშირებით ისინი გაზაფხულამდე, უმრავლეს შემთხვევაში დაზამთრებამდეც ვერ აღწევენ. ამიტომ აუცილებელია შემოდგომისათვის გვყავდეს ჯანმრთელი ფუტკარი, რისთვისაც შემოდგომის დამუშავებას წინ უნდა უსწრებდეს ღალიანობის დამთავრებისა და თაფლის წურვიდან პირველი 5 დღის შუალედში ფუტკრის დამუშავება.
ეს საყურადღებო მომენტი გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოების გამო: ცნობილია რომ ღალიანობის დროს კვერცხდება საგრძნობლად შემცირებულია, ან მთლიანად შეჩერებულია და თაფლის წურვის დროს ოჯახის ხილვისას ფიჭებს ვხედავთ თაფლით გადავსებულს , ბარტყს კი თითქმის არ, ან მცირე რაოდენობით ვხვდებით . იმის გამო რომ ოჯახში ბარტყი არ არის, ტკიპების გამრავლებაც შეჩერებულია და სქესობრივად მომწიფებული ტკიპები ფუტკრის სხეულზე რჩებიან იქამდე, ვიდრე არ გაჩნდება ოჯახში 5-6 დღის ასაკის ღია ბარტყი. ამ პერიოდში ბუნებრივად იქმნება უბარტყო პერიოდი, რომელიც ტკიპებთან ბრძოლის საუკეთესო პერიოდად ითვლება. სწორედ ამ დროს უნდა გამოვიყენოთ აკარიციდები, რადგან ამით მოვსპობთ ფუტკრის სხეულზე მყოფ ყველა ტკიპას, თაფლის გამოწურვის შემდეგ კი როცა ცარიელ ფიჭებს ბუდეს დავუბრუნებთ, მისი უჯრედების ამოსუფთავებისთანავე დედა იწყებს მასში კვერცხის დებას და ვინაიდან სკაში ტკიპები აღარ არიან, გადაბეჭდვის წინ მყოფ 5-6 დღიანი ასაკის ბარტყიან უჯრედებში ისინი ვეღარ მოხვდებიან, რის გამოც ბარტყი ნორმალურად ვითარდება და იბადება ჯანმრთელი ფუტკრები, თუ ამ პერიოდში ოჯახში მცირე რაოდენობით აღინიშნებოდა გადაბეჭდილი ბარტყი, მაშინ უჯრედებში შეღწეული ტკიპები ცოცხლები რჩებიან, შიგ მრავლდებიან და დაბადებულ დაავადებულ ფუტკრებს გარეთ გამოჰყვებიან.
შემოდგომაზე გამოყენებული აკარიციდით, როცა უკვე ოჯახში ბარტყი აღარ არის, უკვე ვსპობთ სკაში დარჩენილ ან სხვა გზით მოხვედრილ ტკიპებს, რითაც უზრუნველვყოფთ დაზამთრებაში შესული ფუტკრების მშვიდ გამოზამთრებას. ჩვენს ქვეყანაში 1977 წლიდან ვაროატოზთან საბრძოლველად გამოცადა მრავალი პრეპარატი, რომელთა შორის ფართოდ დაინერგა წარმოებაში ჯერ ფენოტიზინი, ფოლბექსი, შემდეგ მჟაუნმჟავა და კონცენტრირებული ჭიანჭველმჟავა, რომლებმაც ვაროატოზთან ბრძოლის საქმეში დადებითი როლი ითამაშეს. შემდეგში ეფექტურ აკარიციდული თვისების მქონე საშუალებათა ძიების პროცესში ყურადღება მიიპყრო ისეთმა პრეპარატებმა, რომლებიც წინამორბედებთან შედარებით მაღალი აკარიციდულობით და ხმარების იოლი ფორმით გამოირჩეოდნენ. ასეთებს ეკუთვნით ძირითადად ვაროკომი ( მ / ს ფლუვა ინატი ) ტაქტიკი, მიტაკი და ტაქტიკის ანალოგი _ ბიპინი, ( მ / ს ამიტრაზი ) და დღეისათვის მათ ბაზაზე წარმოებული მრავალი პრეპარატი : ფლუვალინატით _ ფუმისანი , აპიფიტი , აპისტანი , ფუმიაკარ A, ტანისი , ПАК – 750; ამიტრაზით _ ამიციდი, ვაროპოლი, დილაბიკი და სხვა.
ტაქტიკი და მისი ანალოგი ბიპინი გამოდის გამჭვირვალე – მოყვითალო ფერის 12,5%, ხოლო მიტაკი 20% ემულსია კონცენტრატის სახით, რომელთა მოქმედი საწყისია ამიტრაზი. მზადდება ინსტრუქციის შესაბამისი კოცენტრაციების პრეპარატიანი წყალხსნარები იმავე დღეს გამოსაყენებლად. ტაქტიკი და მი ტაკი გამოიყენება გაზაფხულზე, ზაფხულში თაფლის წურვის შემდეგ და გვიან შემოდგომაზე, დარიგების შესაბამისად, ბიპინი კი მხოლოდ გვიან შემოდგომაზე უბარტყო პერიოდში ორ-ორჯერ 7 დღის ინტერვალით. დაავადების ძლიერი ფორმისას პრეპარატები სამჯერ გამოიყენება იმავე ინტერვალ ით. ვაროკომი (მ/ს ფლუვალინატი) ტკიპებზე ელვისებური სისწრაფით მოქმედი ტოქსიკური პრეპარატია და ტკიპების რისხვას უწოდებენ. მზადდება პრეპარატის წყალხსნარი, 1 მლ. იხსნება 3 ლ. ოთახის ტემპერატურის წყალში. ერთ ჩარჩო ფუტკარზე იხარჯება 10 მლ. პრეპარატიანი წყალხნარი. ფუტკარს ამუშავებენ ადრე გაზაფხულიდან, ზაფხულში თაფლის წურვის შემდეგ პირველი 5 დღის შუალედში დაავადების სიძლიერიდან გამომდინარე 3-6-ჯერ და გვიან შემოდგომაზე 2 – ჯერ 7 დღის ინტერვალით, უბარტყო ოჯახები მუშავდება ერთჯერადად. მისი ეფექტიანობა შეადგენს 99 – 100%.
ვაროკომი გამოიყენება მაშინ, როცა ტემპერატურა გარემოში 8 გრადუსი და მეტია. ტკიპების შეგუება ვაროკომისადმი გამორიცხულია რადგან მასთან კონტაქტში მოხვედრილი ყველა ტკიპი კვდება. ფუტკრები მუშავდება ჩარჩოების ამოუღებლად და გაუწევლად ჩარჩოთა შორის სივრციდან ხსნარი ს წვრილი ნაკადის დასხმით , ან ჩარჩოების გაწევით ფუტკარზე ჩასხურებით. ასეთივე წესით გამოიყენება ტაქტიკისა და ბიპინის წყალხსნარებიც. ტაქტიკისა და პავოკომის წყალხსნარები შეგვიძლია გამოვიყენოთ ბუდიდან ამოღებულ უბარტყო და ბარტყიან ფიჭებზე მსხდომ ფუტკარზე წვრილ წვეთოვანი ბურუსისებური ნაკადის შესხურებითაც, გარემოში არანაკლებ 14 გრადუსის პირობებში . ისინი უარყოფითად არ მოქმედებენ არც ფუტკარზე და ბარტყზე და არც მეფუტკრეზე . ვაროკომი ტკიპებზე ელვისებური სისწრაფით ლეტალური მოქმედების გარდა , იმითაც იმსახურებს ყურადღებას, რომ მორჩენილი პრეპარატიანი წყალხსნარი ინარჩუნებს თავის ეფექტურობას ჰერმეტულად, გრილ და ბნელ ადგილას შენახვით, მეორეჯერ 7 დღის შემდეგ გამოსაყენებლად.
ვაროატოზის დროს, გარემოში არანაკლებ 12 გრადუსის პირობებში, მაღლი აკარაციდული მოქმედებით გამოიყენება ვაროკომის წყალხსნარით გაჟღენთილი თერმიული ფირფიტები _ ვაროკომი VS, თითო სკაზე თითო ცალი 2 – ჯერ დღის ინტერვალით, გაზაფხულზე, ზაფხულში _ თაფლის გამოწურვის შემდეგ და შემოდგომაზე. უბარტყო ოჯახებში იგი გამოიყენება ერთჯერადად . საფრენებს წინასწარ დინდგელისაგან გაასუფთა ვებენ და საბოლებლით ფუტკრის განდევნის შემდეგ საფრენიდან ჰერმეტულ სკაში 15 – 20 სმ . სიღრმით შეიტანენ მავთულზე წამოგებულ ფირფიტას, მბოლავ მდგომარეობაში და საფრენ ხვრელს დაკეტავენ სველი ბამბით ან ჩვრით 30 წუთით . აღნიშნული მეთოდით ფუტკრის დამუშავება ნაკლებ შრომა ტევადია, სკას გახსნა არ სჭირდება , რის გამოც უღალობის პერიოდში და შემოდგომაზე მისი ხმარება ფუტკრების თავდასხმას არ იწვევს. დღეისათვის ვაროკომი, როგორც ტკიპებთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება , შეუფერებელი ტემპით ინერგება პრაქტიკაში.
ამასთან ერთად, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ხშირად პრესით მოუწოდებენ მეფუტკრეებს გამოიყენონ პრეპარატები 0 და 5 გრადუსის პირობებში, რასაც ვერ დავეთანხმებით. მეფუტკრეებს ვურჩევთ შეუნარჩუნონ გუნდში მყოფ ფუტკრებს სიმშვიდე და ფუტკარი დაამუშაონ გვიან შემოდგომაზე უბარტ ყო პერიოდის დადგომისთანავე , გუნდის შეკვრამდე 8 გრადუსი და მეტი ტემპერატურის დროს, რადგან ამ პირობებში ფუტკარს შენარჩუნებული აქვს აქტიური მდგოამრეობა და ჩვენს მიერ პრეპარატიანი წყალხსნარის გამოყენებით სკაში შეტანილია სინესტის აორთქლების უნარი.
ვაროატოზის დ როს კარგი შედეგი აქვს ბრძოლის ფიზიკურ მეთოდსაც, კერძოდ, ტკიპების მოსპობას მათი განვითარების სხვადასხვა სტადიაში, რისთვისაც ბუდიდან იღებენ გადაბეჭდილ სამამლე ბარტყიან ჩარჩოებს და სისტემატურად ფიჭების მშენებლობის პერიოდში აძლევენ უფიჭო ჩარჩოებს სამამლეების ჩ ამოსაშენებლად , რომლებიც მიიზიდავენ ტკიპებს , მათში მოხდება მათი ინტენსიური გამრავლება და როგორც კი ფუტკარი გადაბეჭდავს სამამლე ბარტყს , ამოსჭრიან და გადაადნობენ ცვილად .
მკურნალობის ეფექტი იზრდება თუ მშენებლობის პერიოდში ჩამოსაშენებლად უფიჭო ჩარჩოების მიცემა სთან ერთად გამოვიყენებთ ერთ-ერთ აკარიციდს. მეფუტკრეებმა უნდა იცოდნენ, რომ ოჯახში სამამლე ბარტყის მთლიანად მოსპობა არ შეიძლება, რადგანაც ამით ხელი შეეწყობა სამუშე ბარტყის დაინვაზირების დაჩქარებას. ფუტკრის ოჯახების გარდა, ვაროატოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება ამანათნაყრებშიც. ნაყრების შედგენის დრო მაისი და ივნისია. სუფთა დეზინფიცირებულ სკებში ჩადგამენ ორთაფლიან და თითო ჩასაკვერცხ და ახლად ჩაკვერცხილ ჩარჩოს, მასში ჩაბერტყავენ ფუტკარს და 2-3 სთ-ის შემდეგ მისცემენ დედას, ან მწიფე სადედეს და დაამუშავებ ენ ერთ-ერთი აკარიციდით. ნაყრის სიძლიერე უნდა უდრიდეს არანაკლებ 4 ჩარჩო ფუტკარს. დამუშავების შემდეგ უნდა შევუქმნათ ამანათ ნაყარს ნორმალური განვითარების ყველა შესაძლო პირობა , რომ იგი სრულფასოვან ოჯახად იქცეს.
ნაყრებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტკიპების მოსა სპობად ჩარჩო _ ხაფანგი. უბარტყო ნაყარს აძლევენ 3-4 დღიან სამამლე ბარტყიან ფიჭას, სადაც გადაბეჭდვის წინ მოხდება ტკიპების მიზიდვა გამრავლებისათვის, გადაბეჭდვის შემდეგ კი ბარტყს ტკიპებიანად მოსპობენ. გარდა ზემოთაღნიშნულისა, ტკიპებთან საბრძოლველად სხვადასხვა მეთოდით გამოცდილ მრავალ არომატულ მცენარემ _ აბზინდა, ბეგქონდარა, დაფნა, თამბაქო, პიტნა, ღვიო, ფარსმანდუკი, ჩაი, წიწაკა, მცენარეული ნედლეულიდან მიღებული კას – 81, თიმოლი , ვაროაბრაულინი და ბრძოლის სითბური მეთოდი დაბალი აკარიციდული მოქმედების გამო პრაქტიკაში ვერ დაინერგა.
ვაროატოზით დაავადებულ საფუტკრეში აკრძალულია ერთი ოჯახიდან მეორეში ბარტყიანი ჩარჩოების ჩადგმა, შემოდგომაზე სამ ჩარჩომდე სიძლიერის ოჯახების დამუშავება, ამიტომ ასეთი ოჯახები უნდა შევაერთოთ , დაუყოვნებლივ უნდა მოვსპოთ ცრუდედიანი ოჯახები, არ უნდა დავუშვათ საფუტკრეში ქურდობის შემთხვევები. აკარიციდებთან მუშაობისას უნდა დავიცვათ უსაფრთხოების წესები, ვიმუშაოთ თეთრ ხალათებში, წინსაფრების, რეზინის ხელთათმანების, სათვალეების და რესპირატორების გამოყენებით . დაავადებული ოჯახების ცარიელ სკებს, დასათბუნებელად მასალას, ინვენტარს, ფიჭებს უკეთებენ დეზაკარიზაციას გოგირდ ის დაწვით გამოყოფილი კვამლის საშუალებით, დოზა 200გრ. 1 მ3– ზე.
კვირაში ერთხელ გულდასმით წმენდენ საფუტკრის ტერიტორიას და განსაკუთრებით საფრენის წინა მოედანს, ერთად აგროვებენ ბალახს , ნაგავს , გადმოყრილ მკვდარ ფუტკარს, ბარტყს და წვავენ . ვაროატოზთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების დროს არ უნდა გამოგვეპაროს საფუტკრეში სხვა დაავადებათა არსებობა და მათ წინააღმდეგ დროულად სამკურნალო ღონისძიებების გატარება.
თუ ვაროატოზი სხვა დაავადებასთან ერთად მიმდინარეობს, მან შეიძლება აფეთქებადი ხასიათი მიიღოს და მეფუტკრის მიერ გატარებული ღონისძიება უშედეგოდ დამთავრდეს .
წყარო: www.futkara.ge