„მეხანძრე თხები“ _ როგორ აპირებს პორტუგალია ტყის ხანძრების წინააღმდეგ თხების გამოყენებას
პორტუგალიის ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით გაამრავლოს თხები, რათა ხელი შეუშალოს ზაფხულში ხანძრების გავრცელებას. თხების არვე საბალახოდ გაუშვებენ ხანძარსაშიშ რაიონებში. ინიციატივამ უკვე მიიღო სახელწოდება „მეხანძრე თხები“.
პორტუგალიის ტყეების საქმეთა გენერალური მდივნის მიგელ ფრიტასას თქმით, თხებმა უნდა მოძოვონ მცენარეები, რომლებიც მარტო სწრაფად კი არ ალდება, არამედ ხელს უწყობს ხანძრების მინდვრებიდან ტყის მასივებზე გავრცელებას.
ჩინოვნიკი განმარტავს რომ თხა ამგვარი პროექტის განსახორციელებლად იდეალური პირუტყვია, მათი საკვების მიმართ უპრეტენზიობის გამო. პროექტი განხორციელდება პროექტის „მეხანძრე თხების“ ფარგლებში. ქვეყანაში პირველი სპეციალიზებული თხის ფერმები გაჩნდება არაუგვიანეს 2018 წლის დეკემბრის.
მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახალი პროექტი ვერ შეძლებს მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელიც მოიცავს ტყეების კონტროლს და ხმელი ნარჩენებისგან რეგულარულ გასუფთავებას.
ეს სამთავრობო პროექტი ერთ-ერთი ფორმაა ბოლო ხანს პორტუგალიაში გახშირებული ტყეების ხანძრების წინააღმდეგ, რამაც 2017 წელს ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის _112 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ოქტომბერში ანტონია კოსტას მთავრობამ ტყეების ხანძრის პროფილაქტიკური და სალიკვიდაციო სამუშაოებში ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები ჩართო. სამხედრო მფრინავები ხანძრის მაღალი რისკის მქონე რაიონების თავზე რეგულარულად დაფრინავდნენ.
როგორც ლისაბონელი ეკონომისტი მიგელ მონტეირო ამბობს, ხანძარსაშიშ რაიონებში, სადაც ხანძრები სწრაფად ვრცელდება, თხების გამრავლება შესაძლოა ადგილობრი თემებს დამატებითი შემოსავალი მოუტანოს. ამ ტიპის პროექტმა შეიძლება სხვა დარგებიც ახეიროს, მაგალითად, მეცხოველეები, ხორცის და რძის მწარმოებლები.
თხების პროდუქტების რეკლამა, რომლებიც იცავენ ტყეებს ხანძრისგან, ძალიან ეფექტიანი და მიმზიდველი იქნება, რომელიც იოლად მიიქცევს მომხმარებლის ყურადღებას.
საინტერესოა, რომ ვილა-პუკა-დე-აგიარის მუნიციპალიტეტში, პორტუგალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში 2012 წელს ანალოგიური ინიციატივის „მეხანძრე თხები“ გამოცდა მოეწყო. 90 ჰექტარზე მწყემსები 50-ზე მეტ თხას აძოვებდნენ. მუნიციპალიტეტს პროექტის განხორციელებაში მეცნიერები ეხმარებოდნენ.
პირველი მთავრობა, რომელმაც ადრე ხანძრის პროფილაქტიკის სამუშაოებში თხები გამოიყენა ხოსე სოკრატას მინისტრთა კაბინეტი იყო. ის გეგმავდა შეემუშავებინა 88 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 150 000 სული თხის მოშენებას და ხანძარსაშიშ რაიონებში გავრცელებას. მაშინ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა საბიუჯეტო რესურსი სიმცირისა და 2011 წლის სოკრატას მთავრობის გადადგომის გამო.
წყარო: farmer.pl