ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება
სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობისათვის პროგრამას იწყებს, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაწეული ხარჯები შემდეგნაირად ანაზღაურდება:
ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ლაბორატორიული ანალიზისთვის არაუმეტეს 70%-ით _ 7000 ლარით;
მევენახეობის შემთხვევაში ორგანული სასუქის, ან მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენისთვის 1 ჰექტარზე არაუმეტეს 70%-ით _ 5100 ლარით;
საფუტკრე მეურნეობის შემთხვევაში ბიო პრეპარატებისთვის და ბიო ფიჭების შესაძენად არაუმეტეს 70%-ით. ერთ სკაზე არაუმეტეს 50 ლარის ოდენობით
გაწეული ხარჯის ანაზღაურება განხორციელდება არაუმეტეს 5 ჰექტარზე გადაანგარიშებით.