ჩვენი ფოსტა
- — ხელოვნურად, ადამიანის ჩარევით შეიძლება თუ არა ფუტკრის გამრავლება-ნაყარობა?
— დიახ, შეიძლება! ყველაზე მარტივია, ფუტკრის ოჯახისგან ჩარჩოების ნახევარი გადაიტანოთ ახალ სკაში, რომელსაც მიუდგამთ გვერდით ძველ სკას, ისე რომ ფუტკარი თანაბრად შედიოდეს ორივეში. უდედოდ დარჩენილი ნახევარი 27—30 დღეში დედას თვითონ გამოიყვანს.
- — არსებობს თუ არა რაიმე მეფუტკრეთა ასოციაცია. თუ არსებობს, როგორ შეიძლება დაკავშირება?
— ამჟამად, საქართველოში მეფუტკრეობის შემდეგი ასოციაციებია: „საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია”; „საქართველოს მეფუტკრეთა კავშირი”; „საქართველოს მეფუტკრეთა ფედერაცია”.
- როგორ გავარჩიოთ ნატურალური თაფლი ხელოვნურისაგან? არსებობს მრავალი ხერხი, მაგრამ არის ხელმისაწვდომი? არსებობს შხამიანი თაფლი, ანუ ფუტკარი იღებს რომელიღაც ყვავილედიდან მტვერს, რომელიც არის შხამიანი და თუ მოხვდა ამ შხამიანი თაფლის რაღაც წვეთი ადამიანის ორგანიზმში, რა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინოთ ოჯახის პირობებში?
— თაფლის ნატურალობა შეიძლება დადგინდეს მხოლოდ შესაბამის ლაბოლატორიაში შემოწმების შემდეგ. ექსპრეს მეთოდები სანდო არ არის. შხამიანი, ანუ მათრობელა თაფლი, გვხვდება უმეტესად აჭარაში, სამეგრელოსა და სვანეთში. მას ფუტკრები უმეტესად შქერისგან (როდოდენდრონისგან) აგროვებენ. იელის თაფლი მათრობელა არ არის.
- — შესაძლებელია თუ არა, დაავადებისგან გამწყდარი ფუტკრის სკა მეორედ გამოვიყენოთ?
— ამერიკული სიდამპლით დაღუპული ფუტკრის ოჯახების სკების გარდა, სხვა დაავადებებით დაღუპული სკების გამოყენება მათი დეზინფექციის შემდეგ შეიძლება.
- — გვაინტერესებს ჰონელური ჯიშის (ურქო) ფუტკრების გამრავლება თუ არის შესაძლებელი და რა ფორმით? (თ. აფხაზავა, ზუგდიდი).
— უნესტრო ფუტკრები იყო გამოყვანილი, მაგრამ ისინი არეული სიდიდის უჯრედებს აშენებდნენ.
- — ძლიერი ოჯახი რომ მივიღოთ, როდის უნდა მივცე საკვები; როგორ ამოვარჩიოთ სუფთა თაფლი?
— ფუტკრის ოჯახების ადრეული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მთავარ ღალიანობამდე 90—100 დღით ადრე მასტიმულირებელი კვება უნდა დავიწყოთ.
- — რომელ რეგიონში მრავლდება უკეთესად ქართული ფუტკარი და როგორ შედეგს იძლევა? (სოსო ღურწკაია).
— საქართველოს ყველა რაიონში და დასახლებულ პუნქტში შესაძლებელია ფუტკრის ოჯახების ყოლა. საშუაალო მოსავლიანობა თითოეულ ოჯახზე 8—12 კგ. თაფლია.
- — მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში ფუტკრის უამრავი ჯიში არსებობს. საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულ ჯიშად ითვლება „ხუდონის” ჯიშის ფუტკარი მისი სიდიდისა და მაღალპროდუქტოულობის გამო. გთხოვთ მოგვწოდოთ სრული ინფორმაცია ამ ჯიშის ფუტკრის სესახებ. (ემზარ ჭანტურია, წალენჯიხა, ჯვარი).
— საქართველოში გავრცელებულია ქართული მთის რუხი ფუტკარი. ცნობილია მისი პოპულაციები: აფხაზური, სვანური, მეგრული, გურული, ქართლური, კახური. ისინი ძალიან უმნიშვნელოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ცალკე ჯიშად არ ითვლებიან. ხუდონის ჯიშის ფუტკარს მეცნიერება არ იცნობს.
- ა) გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ფუტკრის პროდუქტების, კერძოდ ფუტკრის შხამის აღების, შენახვისა და რეალიზაციის შესახებ, რადგან ფუტკრის შხამის რეალიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლია მეურნეობისათვის.
ბ) იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია დედა ფუტკრის გამოყვანის ტექნოლოგიაზე?
გ) გვაინტერესებს ინფორმაცია ფუტკრის ოჯახების თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობაზე?
— აღნიშნული ტექნოლოგიების შესასწავლად მიმართეთ საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციას, ტელ: 599 197 588 (დაუკავშრიდით საღამოს საათებში).
10.— ძალიან მაინტერესებს ფუტკარს აქვს თუ არა სისხლი და თუ აქვს, რა ჰქვია?
— ფუტკრის სისხლი თეთრი ფერისაა დამას ჰომოლიმფა ჰქვია.
11.— მიუხედავად ჩემი პატარა გამოცდილებისა და სხვადასხვა ლიტერატურიდან ამოკითხული მცირე ინფორმაციისა, მაინტერესებს რა უნდა გააკეთოს დამწყებმა მეფუტკრემ, რომ ჰყავდეს ძლიერი ფუტკრის ოჯახი და გაამრავლოს ის?
რატომ ხდება, რომ ძლიერი ოჯახი ივსება, ანუ ღარიბდება, რა უნდა მოვიმოქმედოთ რომ არ დაგვევსოს? ჩვეულებრივ ძლიერ ოჯახს რამდენი ფიჭა უნდა დაუტოვო დახილვის დროს?
გ) მინიმუმ რამდენი კილოგრამი თაფლი უნდა ამოვიღოთ ძლიერი ოჯახიდან?
დ) რა პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ, რათა ავიცილოთ სხვადასხვა დაავადებები და წელიწადის რომელ დროს არის მიზანშეწონილი მათი მიცემა და რომელია ეს პრეპარატები, როგორია მისი მიცემის წესები? (ონის რაიონი)
— ფუტკრის ოჯახების სამკურნალოდ, ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ვაროსტოპი, ნოზემასტოპი, ბაქტოპოლი თანდართული ინსტრუქციების მიხედვით. დასაზამთრებლად ფუტკრის ოჯახს ონის რაიონში 16-18 კგ. თაფლი უნდა დაუტოვოთ, დანარჩენი შეგიძლიათ ამოიღოთ. ფიჭები იმდენი უნდა დაუტოვოთ, რამდენსაც ფუტკარი ფარავს.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“