ნიგოზი

კაკალი _ ნიგოზი ყველას უყვარს, ხოლო ნიგვზიანი კერძები ქართული სუფრის სიამაყეა.
ნიგვზის გული ძალიან ჰგავს ადამიანის თავის ტვინს. ძველთაგანვე თვლიდნენ, რომ ნიგოზმა დიდი გავლენა იქონია ადამიანის გონებრივ განვითარებაზე.
კაკალი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ხალხურ მედიცინაში იგი დაღლილობის მოსახსნელად, ძალის აღსადგენად გამოიყენება. ავიცინა მას დაქუცმაცებულ ნიგოზს და თაფლის ნაზავს დაუძლურების საწინააღმდეგოდ იყენებდა.
ნიგვზის ფოთლები ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. იგი ივნისის თვეში უნდა დაიკრიფოს. მას იყენებენ ჩირქოვანი დაავადებების დროს, კანის დაავადებების საწინააღმდეგოდ, ფერისმჭამელების, ეგზემის, ტუბერკულოზის, შეშუპების სამკურნალოდ.
ერთ ჩაის ჭიქა დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, გაწურავენ და სვამენ ერთ სუფრის კოვზს 3-4 ჯერ დღეში.

ნიგვზის ნაყენს ივლებენ ყელში ანგინის დროს. 1 სუფრის კოვზ ფოთოლს ასხამენ 2 ჭიქა ადუღებულ წყალს და ადუღებენ 15-20 წუთის განმავლობაში და სვამენ როგორც ნაყენს.
კაკლის ნაყოფი კალორიულობით 2-ჯერ აჭარბებს ხორბლის პურს. იგი კარგია ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, ვიტამინების და რკინის ნაკლებობის დროს. ნიგოზში ძალიან ბევრი ზეთია, აძლიერებს ნაღვლის ბუშტის მოქმედებას. იგი შეიცავს A, B, C, D, ვიტამინებს. ყოველდღიურად 5 ცალი ნიგვზის მიღება  ორგანიზმს აჯანსაღებს.
და კიდევ, რამდენიმე ნიგოზს თუ დადებთ ლამბაქზე ბუზი და კოღო ნაკლებად შეგაწუხებთ. ნიგვზის სუნს ვერ იტანს ჩრჩილი. ნიგვზის სუნი მცირე დოზით სასიამოვნოა, მეტი რაოდენობით კი ძლიერ თავის ტკივილს იწვევს.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.