კორბოულის კაჟოვანა ყვითელი
საზოგადო სახელი: სიმინდი სახეობის სახელწოდება Zea mays L. ქვესახეობის სახელწოდება: Zea mays subsp. indurata (Sturt) Zhuk. ჯიშ-პოპულაციის სახელწოდება: კორბოულის კაჟოვანა ყვითელი –Zea mays ‘Korboulis Kazhovana Kviteli’წარმოშობა: გავრცელებულია ზემო იმერეთის რეგიონში. უშუალოდ სოფელ კორბოულში.
ჯიშ–პოპულაციის დახასიათება: პოპულაცია, როგორც კაჟა ტიპის, საადრეო ვეგეტაციისაა. მცენარის სიმაღლე 220–230 სმ–ია. ბარტყებს იშვიათად ივითარებს. მცენარეზე ფოთლების რაოდენობა 12–14. მიწისზედა მუხლების რაოდენობა – 10–12. ტაროს მიმაგრების სიმაღლე 90–100სმ. ტაროს ფორმა კონუსურია. სიგრძე – 17–19 სმ. ტაროზე 8–10 მწკრივია. მარცვლის ფერი ყვითელია. კონსისტენცია კაჟა, სუსტად გამოხატული იდენტაციით. 1000 მარცვლის მასა 300–380გრამია. ნაქუჩის ფერი თეთრია. კორბოულის კაჟოვანა ყვითელი მაღალხარისხოვანია სასურსათედ და ნაკლებად ავადდება სოკოვანი დაავადებებით.
დღევანდელი მდგომარეობა: ჯიშ-პოპულაცია დაცულია აგრარული უნივერსიტეტის გენეტიკური რესურსების ბანკში.წყაროები: ჯიშ-პოპულაცია დახასიათბულია გენეტიკური რესურსების ბანკში.
წყარო: elkana.org.ge
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“