აგრარული განათლებააგროსიახლეებიმე და ჩემი სოფელიმემარცვლეობა

კორბოულის კაჟოვანა ყვითელი

საზოგადო სახელი:   სიმინდი  სახეობის სახელწოდება Zea mays  L.  ქვესახეობის  სახელწოდება:  Zea mays  subsp. indurata  (Sturt) Zhuk.  ჯიშ-პოპულაციის სახელწოდება:   კორბოულის კაჟოვანა ყვითელი  –Zea mays ‘Korboulis Kazhovana Kviteli’წარმოშობა: გავრცელებულია ზემო იმერეთის რეგიონში. უშუალოდ სოფელ კორბოულში.

ჯიშ–პოპულაციის  დახასიათება: პოპულაცია, როგორც კაჟა ტიპის,  საადრეო ვეგეტაციისაა. მცენარის სიმაღლე  220–230 სმ–ია.  ბარტყებს იშვიათად ივითარებს. მცენარეზე ფოთლების რაოდენობა 12–14. მიწისზედა მუხლების რაოდენობა – 10–12. ტაროს მიმაგრების სიმაღლე 90–100სმ. ტაროს ფორმა  კონუსურია. სიგრძე – 17–19 სმ. ტაროზე 8–10 მწკრივია. მარცვლის ფერი ყვითელია. კონსისტენცია კაჟა, სუსტად გამოხატული იდენტაციით. 1000 მარცვლის მასა 300–380გრამია. ნაქუჩის ფერი თეთრია. კორბოულის კაჟოვანა ყვითელი მაღალხარისხოვანია სასურსათედ და ნაკლებად ავადდება სოკოვანი დაავადებებით.

დღევანდელი მდგომარეობა: ჯიშ-პოპულაცია დაცულია აგრარული უნივერსიტეტის  გენეტიკური რესურსების ბანკში.წყაროები: ჯიშ-პოპულაცია დახასიათბულია გენეტიკური რესურსების ბანკში.

წყარო: elkana.org.ge

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“